↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავი ფერი

ჩარკვიანი ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4181 ნახვა

—
შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი,სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდაღ!დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.მოვუკიდე,გავაბოლე,დამავიწყდა დარდი,მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავარდი.ჩემი ცუდი საქციელი,აღარაფერს არ ჰგავს,ვინც ახლა არ გაიღვიძებს,ის სამშობლოს კარგავს.

ჩარკვიანი ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი