↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეხვედრა

ჩარკვიანი ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4183 ნახვა

—
ეპიგრაფი " ნაწყვეტი ძველი ლექსიდან"ტანს გეტმასნება სველი ალერდი,გამჭირვალე კაბა გიმზერს თეძოებს,და აზიდული, მაღალი მკერდით,მიეფინები მწვანე ეზოებს.
ძაფი გადასკვნა დედაბერმა,მწვანეს გადახედა ორღობეებს,აჩრდილს თვალი ავლო წამოვლენილს,ცხადში შეჰყურებდა მოგონებებს.
თვალი აარიდა საოცრებას,თმები გაეშალა მზეთუნახავს,თეძოს დაჰფენოდნენ დალალები,და ზედ ოქროსფერი აუსახავთ.
თვალნი ცისფერი და უნაპირო,შიგ მზის სხივებიც რომ ირეკლებაამაყი მთვარისაც ნარნარებამის უძირობაში იღვლეფება.
მკერდი, აზიდული ზეცისაკენ,ჯერაც უჩვეველი შეთრთოლებას,იგრძნო დედაბერმა გზად მიმჯდარმაძველისა და ახლის შებრძოლება.
ლექსი გაიხსენა უძველესი,თავის სიქორფის და ტრფობის ჟამის,შურით გადაავლო თვალი ზეცას,იგრძნო სიფერმკრთალე თეთრი ღამის.
სანამ დედაბერი ოცნებობდა,ქალწულს თვალწინმომდგარს იქარგავდნენ,სინაზით და კდემით მუშაობდნენ.

ჩარკვიანი ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი