↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰამლეტი

ჩარკვიანი ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4185 ნახვა

—
რატომ აღარ რეკავს?ყველაფერი მექანიკაა.წყურვილის დიფუზია მუსიკაში,უზუსტობათა შეხება ლეონარდოსთან,ელეგიურობა დღის,საგნების სენტიმენტალური დგომა,საფლავებივით.ჩემი ოთახი შენი ოთახია,ყველას ოთახია! მოითმინე დატელეფონიც აღსდგება მკვდრეთით,დაიწყებს წითელი დინგით ტრიალს,დაგირეკავენ როზენკრანცი და გილდესტერნი,თუ არ მოკვდნენ.ყველაფერი მექანიკაა,ისიც, რომ გენატრებადა რომ თითქოს გადის დრო.კომუნიკაცია საკუთარ მუცელთან,შიგნიდან ვიღაც რეკავს,ჩემ ფაშვში ცხოვრობს გონოიუბუ:დაჭრილი,აფრიკული სიყვარული.

ჩარკვიანი ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი