პოეზია · ლირიკა
შუამთა
ძველი შუამთა. თოვლის მანდილი.თოთო ბავშვივით თვლემდა სიჩუმე.ნისლს მოჰყვებოდა სევდა რამდენი,შენზე ფიქრები და ჩამი-ჩუმისულ არ ისმოდა. თრთოდნენ იები _მონაზონები უნაზეს კრთომით...და, ვით მარიამ მაგდალინელი,ნატერფალებში ტიროდა თოვლი...