პოეზია · ლირიკა
მცხეთის ჯვარი
წამომეშველა ფიქრების ჯარი,ვიმშვენებ სივრცეს, როგორც მთამსვლელი,მზის სიჩუმეში გამოჩნდა ჯვარი _იმ სამყაროში გადასასვლელი...მომელამუნა ცა და სიგრილე,ვით სააპრილო ზმანება შენი...მერე ცრემლებმა მომიგვირილეს _ტკივილი ნისლის დედოფალს შვენის...გულწრფელი ვიყავ შენთან და ქართანძახილით, ფიქრით, ფორიაქებით...მწუხრის სიჩუმე სიყვარულს რთავდამზის ნარცისების ფოლიანტებით...