პოეზია · ლირიკა
* * * "ეს მერამდენედ"
ეს მერამდენედ შევწყვიტე ლოცვა,ვერ მოგიყარე მუხლი, უფალო...ვერ დავუძახე სიყვარულს ცოდვა,რომ შეშფოთებით შემოგმუდარო.ეს სინანული მზის სიზმარია:პალმის რტოებად გაშლილა სული...ამ სინაზეში ვის ეზმანებადღე _ მცივანა და ფერგადასული?