პოეზია · ლირიკა
შობა
თოვლში ოცნებას და ძახილს ვბედავ,მივემგზავრები ფიქრებით სხვაგან,ოთახში ჩუმად შემოდის დედადა მოწყენილი მისწორებს საბანს...მეც ნაღვლიანი ვხვდები ამ შობას,ბაგეზე შემკრთალ, დაღალულ ღიმით...მომენატრება ჩემი ბავშვობა,როგორც კაბაზე ამწყდარი ღილი.