↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლო ჩემო

რიმნისთაველი დიკი

2001-07-121 წთ საკითხავი772 ნახვა

—
ქარი დააბეს თითქოს ჭალაში,ნეტავ ვენახი რად მომიოხრეს,დრო იკარგება უქმად დავაში,გულს კი, ვერაფრით ვერ მოვიოხებ.წისქვილში ფიქრებს ჭორებად ფქვავენ,ჭეშმარიტება ზეცას შეჰკივის,წყლის გუბურაში კანკალებს მთვარეჩემი სახლის წინ, მცივან ლეკვივით.ეგ არაფერი. მაგას რას ვჩივი,ტკივილი მუხას ერგო ნუჟრებად,ეს ჩემო ლექსიც მორცხვი ბავშვივით,შენი საბნის ქვეშ შეიყუჟება.

რიმნისთაველი დიკი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი