პოეზია · ლირიკა
კი, დრო თავზე მაწვება
კი, დრო თავზე მაწვება,მაინც თითქოს ვიზრდები,ღალატს, არაკაცობასთოფად დავემიზნები.
თოფად დავემიზნებიუგულო რომ დიდგულობს,იწერება წიგნები,წიგნებს არვინ კითხულობს.
ბწკარში სინდისს ჩავწურავ, _ფიქრობ სნეულს მოარჩენს,ვეღარ გცნო ძმამ, ავსულმა,რადგან სურდი მონად შენ.
კარგს ვნატრობ და მოველი,მესევიან სიზმრები,ბოროტებას ყოველთვისთოფად დავემიზნები.
1997