პოეზია · ლირიკა
კი
კი, მზე ამოდის, მაგრამ თითქოს დაცლილა ისიც, _ოდა-სახლებში ცივ ბინდების უჟმური ბუდობს,არ გვწყალობს ქრისტე, არც მაჰმადი, მით უფრო _ ბუდა, _თავისუფლება დაგვიბრუნდა მოსვრილი სისხლით.
რომ უძლებს ტყვიებს, მარცხს, ღალატებს და მტერთა ჭილყვავს,მე უფრო მიყვარს საქართველო, დღეს უფრო მიყვარს, _ვამბობ და ვიცნობ, ამ სიყვარულს ვინ უცქერს ზიზღით,მაგრამ იმათზე (საშიშია!) ჯერ მე არ ვიტყვი.
გვიჭირს ცხოვრება, მაგრამ მაინც ცხოვრება მომწონს,თუ შინ მომშივდა მამულს მკერდზე ბალახსაც მოვძოვ.ბედო ოხერო, ეს მთა-ხევი რაგინდ აოხრო,შევიძლებ ძაღლურ ამ ყოფიდან თავი გამოვყო.რადგან იღვრება ჩემში ტკბილი ჩვენი სიმღერა,ღმერთო, ოცნება რამხელაც მაქვს, ვიყო იმხელა!
1994