პოეზია · ლირიკა
ლექსკლუზიური საიუბილეო
ქალბატონ გულიკო ჩაფიძესრაც არ უნდა მოხდეს აწი,ეს სამოცდაათი წელი -ოცდახუთიათას ხუთასორმოცი დღე ხომ გავძელი!
აქეთ - აკაკი და ვაჟა,იქეთ - პუშკინი და შელი!რა თქმა უნდა - ჰომეროსი!რა თქმა უნდა - რუსთაველი...
გალა. დანტე. რემბო. ლორკა.ანრი ბეილი და ბელი...ჩემზე უფრო მათი იყოეს სამოცდაათი წელი...
... ცას ცრემლიანს ავცქერი დამეც გაფრენას ჩემსას ველი -სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის -ორივესთვის მადლობელი...