პოეზია · ლირიკა
კი, რელიგია სჭირდება, ვატყობ
კი, რელიგია სჭირდება, ვატყობ,სულსაც, სხეულსაც, ნიჭსაც და ზნესაც.სჭირდება, ვინაც ხარობს ან დარდობს,სჭირდება სიბრძნეს, სიმღერას, კვნესას.ეჰ, ღმერთო ერთო, არა ეჭვ-ჭმუნვით,ისევ იმ ლოცვით, იმედით, თმენით,შენგან ბოძებულ სამშობლოს ვუვლი,დღეთა ღამებით, ღამეთა თევით.
1991