↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკანასკნელი ავტობუსი

გუგუშვილი ბადრი

2010-08-121 წთ საკითხავი1503 ნახვა

—
უკანასკნელ ავტობუსშიალბათ ყველაზე მეტია ის, რასაც დავეძებ...მათ ვინც უკვე დაიგვიანეს,ეხლა უკვე არ ეჩქარებათ...გადაქანცულებს მობეზრდათ დაღლადა ნებივრობენ ეხლა დაღლის მაგნიტურ ველში...ავტობუსსაც არ სურს ჯაყჯაყიდა მიცურავს სველ ზედაპირზე...ლამპიონებმა მოიშორეს ქალაქის მტვერიდა საყვარელის მომლოდინე ქალებივით კვესავენ თვალებს...ტაქსი ამთქნარებსუკანასკნელი ავტობუსის მომლოდინე მგზავრების გვერდით...კვირეებით სახურავზე ნაგროვებ მტვერს ჩარეცხავს წვიმა,თან უფრო მეტად დაასველებს აივანზე გადმოფენილსველ ღამის პერანგს...შუქნიშანი ათამაშებს წითელ, ყვითელ, მწვანე ბურთულებს,ხოლო აფიშა იტყობინება, თუ რა სპექტაკლი გასულა გუშინ...მანდილოსნებთან მოაბიჯებს ვიღაც ამაყად,უმანდილოსნოდ დარჩენილები მობუზულანგაწუწული ყვინჩილებივით...ალვა წვრილი ტოტებით ცდილობს,დამძიმებულ ცას შეებჯინოს...
გუგუშვილი ბადრი

გუგუშვილი ბადრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი