↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რა არს სიკვდილი?

ეკიზაშვილი გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი1638 ნახვა

—
რა არს სიკვდილი?ამაღლება თუ დადაბლება?ასვლა სანამდე?ჩასვლა სანამდე?არის თავანი?არის ფსკერი?ან იქნებ, ძმაო,ყველაფერი არაფერიადა არაფერში ერთ მშვენიერ დღესამოსული ეს ყველაფერიმაცდური ქალის შეკერილი სამოსელია,რომ შიშველ სხეულს, თავად არაფერს,ხორცს უსულოსდა ძვალს უსულოსარსებობის შესძინოს ხიბლითუნდაც ყალბი და მატყუარა.და მერე ვიღაც მოიგონებს სულს და გონებასდა კიდევ რაღაც ზიზილ-პიპილებსდა შეგაყვარებს მიწაზე ყოფნასრომ დასტკბე შენი არარაობითსანამ კიდევ ხარ ყველაფერში...და ლექსს დაგიწერს ამოდ მოსასმენსან გიგალობებს ბახის ქორალებსრომ ვერ იხილო ყველაფრის მიღმაის ერთადერთი,ის ჭეშმარიტი,მარადიული საფლავი შენი - არარაობა...
ეკიზაშვილი გიორგი

ეკიზაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი