↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხოვრება… ჩიტი…

ეკიზაშვილი გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი1640 ნახვა

—
ერთხელ, ბავშვობაში,ბებიამ ფოტოგრაფთან მიმიყვანა(ბათუმის ბულვარი, მზე და მაგნოლია,ძველი ყავისფრად პრიალა სამფეხა აპარატი),ფოტოგრაფმა შავი ტილოს სიბნელიდანგამომძახა: "ჩემი ბიჭი, აბა ერთიკარგი ღიმილი და ჩიტი გამოფრინდება",აპარატის შავ თვალს მივაშტერდი...ჩიტი არ გამოფრინდა...ახლა ის ბიჭი აღარ ვარ,აღარც ზღვა მახსოვს კარგადდა მზეც ისე ვეღარ მწვავს.სამფეხა აპარატებიც დინოზავრებივით გადაშენდნენ...ვდგევარ, საკუთარ ცხოვრებას შევყურებდა ბნელი წიაღიდანჩიტის გამოფრენას ველი...
ეკიზაშვილი გიორგი

ეკიზაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი