პოეზია · ლირიკა
ღმერთო, გვიხსენი!
მტერმა აჩეხა ბაღიც, ვენახიც,ღმერთო, დიადო, ნუ მიგვატოვებ,ჩვენი პატრონი მხოლოდ შენა ხარ,მხოლოდ შენა ხარ ჩვენი ბატონი.გზანი დავკარგეთ თამარისანი _სამეგობრონი, განა სამტრონი,მზე აღარ გვათბობს თავისუფლების,ღრუბელნი დიან დღეს საავდრონი.იავარქმნილი, აოხრებულიკუთხე დავკარგეთ და მივატოვეთ, _ნუ მიგვატოვებ მაინც, უფალო,მამულში მტერს ნუ გაგვიბატონებ!