პოეზია · ლირიკა
ჰამლეტი
მთვარით _ უმწარეს ღვინით _გადამთვრალს,ცით _ შეღამების ფერით _ გალეშილს,შესცივდა _ თითქოს ლხინი დამთავრდაბედნიერების ნათელ მხარეში.ან ცის საუნჯე ვინმემ გაძარცვა,სხივთა საუნჯე, უბნელეს ხელით...და... ოფელიას _ გამქრალ პატარძალს _პრინცი ნაპირზე ამაოდ ელის...