↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანარეკლი

ოთხვანი ჟანა

2010-08-121 წთ საკითხავი525 ნახვა

—
ბილიკს მივყვები, სავსეს ნარ-ეკლით, _ციცაბო კლდეზე რა ძალა მიცავს? _ეს არც მთვარეა _ მზის ანარეკლი,არც მზე _ ბრწყინვალე ხატება ღვთისა...შორს, საოცარი სანახებისკენ,ალმასდაფრქვეულ ბალახებისკენ,ცოცხალი სიტყვით, ცოცხალი შუქითცივი წყვდიადის დამარცხებისკენ _მთვარეულივით მივემართები...რაღაც მინათებს გზას ნარ-ეკლიანს...ღმერთია ყველგან, და ეს ნათელიც _ცოცხალი შუქის ანარეკლია...

ოთხვანი ჟანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი