↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * უხეში ვარ და მარტო

თოფურია თეა

2010-08-121 წთ საკითხავი2566 ნახვა

—
უხეში ვარ და მარტო, როგორც რქა მარტორქის თავზე,გაუვალი, როგორც ჭაობი.ამ ჭაობივით ბევრი ნაპირი მაქვს და არც ერთთან მელოდება ვინმე.სამაგიეროდ მე ველი, როდის შემიწოვს მიწაან მზე ამომაშრობს,რომ ორმოდ გადავიქცედა მერე ვინმე გზააბნეული ჩავარდეს შიგ,მე კი ვიგრძნობდი და გამიხარდებოდა.ამბობენ, ადამიანებს ადრე კუდი ჰქონდათდა რადგან აღარ სჭირდებოდათ, გაქრაო.არ მესმის, ვის რას დაუშლიდა დიდი, ფუმფულა კუდი.მე მასში ცხვირს ჩავრგავდი და დავიძინებდი,როგორც ეს მელიებმა იციან.ან შეყვარებულს გადავუსვამდი თავზე.ძალიან მოუხდებოდა ჩემს ჯინსებს,ჩემს ბოტასებს,ჩემს პროფესიას...კუდი რომ გვქონდეს, რქები აღარ ვიქნებოდით...მარტორქის თავზე,არც ჭაობები,არც შიგ ჩავარდნილები,დიდი, ღუნღულა, ლამაზი კუდი...ყველას შერჩა,ჩვენ კი არა,ნეტავ, რატომ?
თოფურია თეა

თოფურია თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი