↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * წასვლაზე ბევრი დავწერე

თოფურია თეა

2010-08-121 წთ საკითხავი2571 ნახვა

—
წასვლაზე ბევრი დავწერე,მოსვლაზე არ მეწერება.ჩახერგეს შემოსასვლელიალქაჯებმა და დევებმა.განა მთის წვერზე გელოდი,ან სისხამ დილით, ადრიან...არ მეძებ, როგორ მიპოვი,თითქოს არც დაგიკარგივარ.ჩემივე სისხლი თავს მაწვიმს,სველი მივდივარ შინისკენ.დამხვდები, დამეწერება,არა და ისევ იწვიმებს.სისხლარეული ამინდინისლად ჩამოწვა მინებთან.სულო, წადი და დამტოვე,ვერ გიძლებ, ჩემზე მძიმე ხარ!
თოფურია თეა

თოფურია თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი