პოეზია · ლირიკა
*** ეს გული სულ ზუზუნებს
ეს გული სულ ზუზუნებს.მეგობრები რაღაცას მეუბნებიან,ვიღაცები საქმეს მავალებენ,მე კი არაფერი მესმის ამ ხმაურში,ამ განუწყვეტელ ხრიალშიდა სიზმრად მოარულ ხალხს ვეკითხები:„რას ნიშნავს, როცა ცხადში თეთრი კაბა გაცვია?“ისინი კი მპასუხობენ:„ეგ ზოგჯერ ცხადშიც სიკვდილს ნიშნავს,მაგრამ ცხადი...ცხადს რა ჭკუა აქვს!“