პოეზია · ლირიკა
მაცივარზე მიკრული წერილებიდან
ჩაიში თითი ჩაგიტოვედალიე დასამსახურში ისე დაბრუნდი.
შენი მონატრებითსაფერფლეს დავმართე ანთებასაშველად - ძმრიანი ტილო მივაფარე
ფრჩხილებთან ერთადბეჭედი - ბლითიც შემომეკვნიტა -გელოდებოდი.
როცა შოკოლადი მოგენატრა,კაკაოში ამოვიგანგლე,როცა უეცრად ოქროს თევზი მოგესურვილა,სამი დღე წყლიდან არ ამოვსულვარ - ლაყუჩებს ვზრდიდი,ხოლო როდესაც განაცხადე, რომ ძლეირ დაგცხა,მე გავიხადე.
რეპორტაჟი დამავალესუბრალო ხალხის ცხოვრებიდან - მე კიიაფმა კოსმეტიკამ ტრანსპორტშიადგილი შემაცვლევინა
ისე დათვერი, რომ დაკაწრულიხელის მტევნები აკიდოებადგადმოკიდე ჩემს აივანზედა შემოდგომა შემოაგდე მერვე სართულზე.
შენი ოროსანი კურსელი -უფროსის რანგშიორჯერ გადაგიხდის სამაგიეროსხუთოსნობისთვის.
კვერცხები ჩავილაგე კალთაშისრულყოფილი ფორმის დაჯერებას ვაპირებდიპირველმა წიწილამ დედა რომ დამიძახა.
შენგან დასახსნალადჯერ ზურგსუკან სავარცხელს ვისვრიმერე კი კომპასს გადმოგიგდებუღრანი ტყიდან გამოსაგნებად
შენ ჩემთვის ისეთივე დროებითი სამკაული ხარ,როგორც ბავშვობაშიყურებზე ჩამოკიდებული ბლის კუნწულები.