↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარხვა მოდაშია

ქევანიშვილი ეკა

2026-07-181 წთ საკითხავი2494 ნახვა

—
მარხვა მოდაშია.მოდაშია მარხვა მოდაშია.ოთხშაბათი და პარასკევი,თავსაფრები,მარხვაზე ვარ – წუწუნი მოდაშია,პოზაა,სტილია,შენი მოძღვარი,იმის მოძღვარი უფრო მაგარია.დარდის, ცოდვის გადაღმერთებაა მოდაში.გიოც მარხვაზეა.ბავშვობაში, აღდგომა დღეს დავდეთ ნაძლავი,ვინ მიასწრებდა სირბილით ეკლესიამდე...დღეს,დილის ექვსზე, ცოტა გვიანაც,კედლის აქეთ მესმის მისი ლოცვით ჩურჩული.გიო არ არის მოდურიმან იცის ლოცვა.როცა ის მიდის,იატაკზე ვპოულობ ღმერთის ნაფეხურებს მის ოთახში.ჩემს ოთახში კისანთელიც ქრება, რომც ავანთო.რაღაცნაირად,მეც ვმარხულობ.თუ, ვთხრი და ვმარხავ.მიწის სუნი ამდის თითებზე.ჩუმად ვფურცლავსაბუტბუტო წიგნებს თაროზე,ვერ ვიმახსოვრებ სხვის დაწერილს,ღმერთს ვერ ვუყვები სხვისი ენით,ჩემი ლოცვა ჩუმია და სამსიტყვიანი: მე შენ მიყვარხარ...ჩემი ლოცვა მიწვავს ენას, თუ ის ხმამაღლა წამომცდება.აღვიძებს ჩემი სახლის სუყველა ვულკანს.ჩემი ლოცვა არ არის მოდაში.

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი