პოეზია · ლირიკა
მუცო
აბგა გაქვს,ხურჯინი...ყრი საგზალს -ჯერ კიდევ თბილ გულს,ხელებს,ფილტვებს,თვალებს,ფეხებს,ძარღვებს..წამოიკიდებ მხარზე და ...ჰაიდა..აუყვები სტვენით მუცოს ბილიკს..ფარა გყავს იალაღებზე გადასადენიდაღამებამდე..ლეგა გვერდით მოგდევს..მურა სასთუმალთან მოგიწვება..ფარა ჩაიმუხლავს..წამოწვები..აანთებ კოცონ-ჩირაღდანს..დროა ივახშმო..ხურჯინს მოავლებ ხელს..ააშიშხინებ წალამზე..მილულავ თვალებს..რუხ ჰორიზონტს შუბლს მიუშვერ..ხელს გაუქნევ ნიავს -მიმართულების შესაცვლელად..
ხვალ გათენდება..სუფთა ჰაერი იცის მუცოში..