↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქრისტიანისადმი ნათქვამი (მთარგმნელი: ლულუ დადიანი)

ბუსტა ქრისტინე

2011-08-122 წთ საკითხავი1042 ნახვა

—
სადაც არ უნდა გაშალო მკლავი,ქვეყნიერების წინ აღმართულხარ ჯვარის სახებად.შენს სიყვარულს რომ შეეზარდა სისხლხორცეულადდა გრძნობ დიადი, ამაღლებული ჟესტის გარეშეც:რომ შეკეცილი ფრთებითაც კი, ძილ-ბურანშიაც,ფრინველი მაინც ფრინველად რჩება.
შენ ბაირაღი სულ არ გჭირდება!მოთარეშე პირქარითაა სამყარო სავსე,აქ შენეული თმის შერხევაც საკმარისია.უკვე მრავალი ჰქონდათ ხილვა მაცდუნებელი:კეთილდღეობა, ხსნა ვისაც მოაქვს,არავის უმხელს, მალავს მდუმარედ.
არ გაამხილო ქედმაღალი შენი სახელიც,მეტად რომ არც კი ჩაეძიები!ადამიანთა საიდუმლოშესაბამისი არის მისია.და თუკი რწმენას თავს არიდებენ,შენი ქმედების დრომ მოაწია!
ხელუხლებლობის ნუ გაქვს იმედი,მხოლოდ ეს რჩება: დასცადო თავი!თვით უმდაბლეს კარავშიაც კი,ბნელ საცხოვრისში დაიდო ბინა,მიუსაფარ მათხოვართ შორის,უწმიდურობის გარემოცვაში.
ვინც არასოდეს არ სვამს ლოთებთან,და მეძავებთან ღამეები არ უთევია,არ დაძვრებოდა ქურდებთან ერთად,და არ ჰქონია არასოდესხელთ მკვლელის დანა,ამ მიწიერ შიშს ვერას გაუგებს.
და ის რომელსაც, ღვთის დაუტევნად,გამცემის ყალბი ამბორი დადაეჭვების მწარე ნაღველიარასოდეს არ უგემნია,
დღეს დაკარგულთა ძმა ვერ გახდება.სამართლიანად არ სჯერა რადგან:რომ ამბოხება არ თრგუნავს გულებს,არამედ ქონი უმოქმედობის!
შენ გზად მიმავალს, შეიძლება რომსახელიც კი გადაგავიწყდეს, ანდა გაგებნეს,მას განიძარცვავ ვით უცხო სამოსს,რადგან სხვებისგან გამანძილებს დაძველ გზას აგრძელებ, დედიშობილასხვა შიშვლებს შორის. მაგრამ ჯვარს შენშივერ ამოძირკვავ და გაიძულებს მყის განერიდოსირცხვილს და აუგს, ძილსა თუ ცხადში:რომ გაემართო ჯვარცმისათვის სასაკლაოზედა ეს ჯალათებს თვალსაჩინოდ დაუდასტურო.

ბუსტა ქრისტინე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი