პოეზია · ლირიკა
მოხეტიალე (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
დაესვენება თეთრი ღამე ისევ ეულ სერს,სადაც ხმიანებს თვალუწვდენი ალვა ვერცხლისებრ,ვარსკვლავნი და ქვანი არიან.
კლდიდან ეცემა ნაკადული, ძილში წასულიპატარა ხიდი ირკალება მაღლა, კლდის თავზე.ყრმას გარდაცვლილი მისდევს იერი,ნამგალა მთვარე ვარდისფერ ხევში
შორს ალოცებულ მწყემსებისგან. ძველ ქვიანეთშიბროლის თვალთაგან იმზირება წყნარად გომბეშო.იღვიძებს ქარი ყვავილივით, მკვდრისებრ არსებისსტვენა ჩიტური,და ამწვანდება ნაბიჯები ტყეში ნელი-ნელ.
ეს გაახსენებს ხესა და ცხოველს; ხავსის ნელი საფეხურებიდა მთვარე,ბრწყინვით რომ იძირება მწუხარე წყლებში.ის კვლავ ბრუნდება, იარება მწვანე ნაპირთანდა მიირწევა შავ გონდოლათი დაქცეული ქალაქის გულში.