პოეზია · ლირიკა
შემოდგომური ვალსი (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი)
პირი შეუკრავთ ერთმანეთთანგულმავიწყ წვიმასდა მხდალ ქარს ისე, - ქვეყნის სურვილს არც დაუდევენდა შესდგომიან საქმეს -გვალპობს...მოწყენილობა!ფოთლები ისევ შეთქმულები არიან ახლაცდა უკვე ხეთა, ხეთა მწვანე საწარმოებიაღარ უშვებენ... აღარც ჟანგბადს,არც ყვითელ შრიალს,დასწყევლის ღმერთი!..
ყოველ ჩვენგანში - დაფლეთილი მოწყენილობაოცნებობს მხოლოდ მეძველმანის გამოჩენაზე;ნეტავ, მავანის ხრინწიან ხმას ჩვენი ფანჯარაშემოეგლიჯა და ოთახში შემოსულიყო -"მოწყენილობას, ვიძენ ძველმან... მოწყენილობას!"და ახლა ყველა სანახევროდ ვართ მარტოსულიდა ახლა ყველა სანახევროდ ვართ ნაღვლიანი -დაქანცულები ყველაფრისგან, ყოველივესგან -მიხრა-მოხრაა,ფიქრია თუ წეს-ჩვეულება!..
ჰაერს ადედებს ჯანღი,ნისლით ზეცა დაბლდება,რომ გააწვრილოს მოთმინების ძაფი და როცათითისტარიდან... მაღლა ავა... გაწყდეს წივილით.
და ახლა ყველა ცუდ რამეებს თუღა ვიხსენებთ,ყველა ჩვენგანი პესიმისტად გადაქცეულა,შეგვზიზღებია ყოველივე, -ჩვენი თავიც კი!და ჩვენს ჩახაშმულ სიფათიდან ქირქილი წვეთავს,როგორც ყოველ ხეს კანტიკუნტი ფოთოლი სცვივა,ვით ღარს საწვიმარს წვირიანი სდის წვიმის წყალი,ლავგარდანს - მღვრიე წვეთები და სულს... ჩაჟანგულიმოწყენილობა!წვეთავს!.. წვეთავს!..დასწყევლის ღმერთი!
ეს გულმავიწყი წვიმა და ეს მშიშარა ქარი,თხელი ნაღველი და მსუქანი... მოწყენილობა,ეს - რაღაც ცუდი და ამ ცუდზე სხვა უკეთურიდაწყვილებულანდა ცეკვავენ, ცეკვავენ ახლაქუჩაში,სახლშიდა ჩვენს ვიწრო, ვიწრო ოთახში!ცეკვავს ამავე ძველ და ახალ ვალსს დედამიწაცდა წელიწადის ოთხივე დროც იგივეს ცეკვავს,იგივეს ცეკვავს თვით ცხოვრებაც,აზრიც იგივეს!ეს რა სიგიჟე დატრიალდა, -დასწყევლის ღმერთი!..
და რაღა რჩება, რომ ვაკეთოთ?!. (მოწყენილობისმყიდველი არ ჩანს,ყველა ჩვენგანს გაყიდვა უნდა!)მოდი, მეწყვილედ ავირჩიოთ...მოწყენილობა!და ჩვენც ვიცეკვოთ,ჩვენც ვიცეკვოთ -როგორც გიჟებმა -გამგიჟებელი ეს ძველი და ახალი ვალსი! -დავიწროებულ და მწუხარე ჩვენსავე სულში! -და რაც მოხდება, დაე მოხდეს -დასწყევლის ღმერთი!..