↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზისპირის ბალახი (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი)

სევაკი პარუირ

2012-08-121 წთ საკითხავი1017 ნახვა

—
ბედი მქონია -არასოდესმე კალენდარშიჩემი მრისხანე საუკუნე არ ამრევია!და ვერც ვერასდროს ვერ შევიძელ (ვერ შევიძელი...),ვქცეულიყავი იმ წარმავლის ხელში რუპორად,რომელიც იყო წარმატების ტოლფასოვანი!..
ბედმა მარგუნა -ვყოფილიყავ ყველასთან ერთად;მაგრამ - არასდროს მათთან,ყველას, ყველას სახელითვინც ყვიროდა დაღრიალებდა და ვისაც მუდამმოწმედ მოჰყავდა ყველა ერთად!თუმცა ეს "ყველა"მხოლოდ სახელი იყო,თორემ ჩირად არ ღირდა!..
ბედმა მარგუნა -ხშირად მხოლოდ კალმისტარს ვწოვდი,და თუმცა ხშირად მხოლოდ ასე ვივსებდი... მუცელს,კალამი მაინც არასოდეს გამიყიდია...
ბედი მქონია -ისე როგორც აი იმ... ბალახს,გზის ნაპირას რომ ამოსულა:მუდმივ ბეკნაშიმე ღეროს ნაცვლად,იძულებით,ღრმად ფესვს ვიდგამდი!..

სევაკი პარუირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი