↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდი აქლემის პატარა ყურში (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი)

სევაკი პარუირ

2012-08-122 წთ საკითხავი1015 ნახვა

—
ოდესღაც თურმეჩვენთვის უცნობი კანონმდებელი დამსხდარა ხალხიდა უთქვამს:აი, ეს იყო თეთრი!აი, იმას კი ეწოდოს თალხი!ეს მივიჩნიოთ უკუღმართ საქმედ!ის - წაღმა ბრუნვად ჩავთვალოთ ჩარხის!და განუსაზღვრავთ წესი და რიგი:ეს - უკუღმართი... წაღმართი - იგი...
და ჰა, ჩვენ ახლაც მშვიდად დავდივართ...სისულელეთა ამ მუზეუმში,სად ტანსაცმელი კი არ გვეხევა,არამედ - სული, სული საბრალო!რომლის ფსკერზედაც რაღაც ისეთიაუტანელი რამ არის, როგორცფეხსაცმელებში - მარცვლები ქვიშის,ბასრი ეკალი - შერჭმული ფრჩხილში...
და ბრუნავს, ბრუნავს,ფირფიტის ირგვლივ წრეხაზზე ბრუნავსცხოვრების ნემსიდა იძულებითამღერებს მუდამმარად გამტანჯველ იმ მელოდიას,უავტორო რომ გახლავთ დიდი ხნის! -თუმც უავტორო, მაგრამ შეუვალციხედ ცნობილი და მიღებული...და უცნაურიმსდევს რამ სურვილი (ექსცენტრიული,თბილი, სხვაგვარი)და... დღე და ღამე აღარ მასვენებს;მე ახლა მინდა (თქვენს მაგივრადაც)არა ღრენა და კრუტუნი მხოლოდ,არამედ - ბრდღვინვა, ბრდღვინვა მხეცივით!(ოდეს შევყმუვლებ, დრუნჩს ქვას მივადებთუ ახალ ტიპის ამ მრგვალ მაგიდას,განა სულ ერთი არ არის სულაც?!.)
ვერ თანავუგრძნობ... ვეღარც კი ვიტანიმ საბრალობელ ცხოველთ, რომელნიციარლიყს "შინაურს" დაატარებენ,მათივე აზრით - როგორც სამხრეებს,ჩემი აზრით კი - სირცხვილის დამღას...თქვენ გოლიათი აქლემი გიჯობთ?!მე კი (ხუმრობად ნუ ჩამომართმევთ)თაგუნას ვარჩევ, თუ გნებავთ - ვირთხას,თაგვსა და ვირთხას, რომლებიც დღემდეშინაურებად არა ქცეულან...
და როს კოშმარულ ძილში ვირთხებითქვენ სიყვარულით ღრღნას დაგიწყებენ,გამოფხიზლდით და სულ ერთი წამითასე იფიქრეთ: ღირს კი ნამდვილად,საუკუნეთა მანძილზე ძილიდიდი აქლემის პატარა ყურში?!.

სევაკი პარუირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი