↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მასხარა (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი)

სევაკი პარუირ

2012-08-123 წთ საკითხავი1019 ნახვა

—
დღეს გადავწყვიტე თქვენი გართობა...
ოღონდ - არც ცეცხლის შეჭმას ვაპირებდა არც ორლესულს არ გადავყლაპავ,გადაყლაპულის ნაცვლად რომ მერეპირიდან ჩიტი ანდა ჭრელ-ჭრელიცხვირსახოცები ამოვაფრინო,რაც ხელობაა, მოგეხსენებათ,ჩვეულებრივი ოინბაზების.
და... არც ფოლადის ვეება ძელისთავზე გადება არ მიფიქრია,დედიშობილა, ლამაზ-ლამაზიქალები ზედ რომ ვაკონწიალო,რაც, ჩვეულებრივ, ცირკშიც გინახავთ!
და... არც ის - წყვილი ფინიის მყეფარმუსიკის ჰანგზე ვაცეკვო დათვი...
...მე შემიძლია აგრეთვე... გოგრითმზე შევქმნა, ანდა, თუ გნებავთ - თავი!..ზუალით კიდევ - სომბრერო, რასაც,აქვე, თუ თქვენც გსურთ, მეთამბაქოეერთ ამხანაგ ქალს გულით ვაჩუქებ...ეს არაფერი! ქუდს ვაქცევ მარშლადან კარდინალად,ანდა...რა გითხრათ:ჩემო კარგებო, ჩიტის ბრდღვნად მიჩანს,ვთქვათ და, ეს ხე რომ ტვინად გიქციოთ,ტვინი... - გემრიელ საკენკად, ხოლოსაკენკი - ჩვეულებრივ საჭმელად...
მაგრამ... დღეს თქვენი გართობა არ მსურსამგვარ წვრილმანი რამერუმეთი!
დღეს მსურს, სარწმუნო და ასე თამამაზრს გაზიაროთ ურწმუნო თომამ,მე! (ასე როდი ვმსჯელობ ნიადაგ!):ხვალ დაუფენენ ფეხქვეშ ფიანდაზსსამხეცის ათასნაირ ბინადართ...(არ შეშრობია ჯერაც მელანიბრძანებას) მგელნი, დათვნი, მელანი,სპილო, აქლემი, კობრა... ტურები, -ეჰ, რა ჩამოთვლის ყველას, ყველანი,მიხედვით მათი დამსახურების,გუნდი და გუნდი, ქორო და ქოროჯილდოვდებიან მედლით, ორდენითდა იცით, რისთვის? (ვმალო როდემდი!) -მოთმინებისთვის მხოლოდ და მხოლოდ...
ჯილდოს მიიღებს ყველა მათგანი(საფლავისმთხრელი თავად აფთარიც!),უკლებლივ... ყველა, -გარდა ზებრების,რადგან ეს ძველი ვირისებრებიუკეთურებად დარჩნენ ეულად,ღირსეულებად ჯერ ვერ ქცეულან,ტლინკებს ჰყრიან და ტლინკებს იმკიანმათივ გალიის გისოსებისგან...თუმცა რა? უვარგისი ზებრისათუ სხვისი, ტლინკი მაინც ტლინკია...
ვგონებ სარწმუნო და ასე თამამაზრს გაზიარეთ ურწმუნო თომამ,მე! - თუ ასეა, ნება მიბოძეთ,სულ სხვა ფიქრების სახელმწიფოებსგასტუმროთ ახლა (აზრი მოშვავდა):ჭეშმარიტების თქმა უმალ, აქვე,გადიქცა ისე უბრალო საქმედ,ბოდიშს ვიხდი და, ვით... ვთქვათ... მოშარდვა!
უბრალოდ ვიტყვი (არ ვიჭაჭები),რომ, მეგობრებო, დღეიდან სულმთლადგანიკურნება სნება ჭაჭების;რა ჰქვია? ხუთვა? კუთვა თუ ხუთვა?დაბადებ ერთ ქვას, ორს, სამს თუ ხუთ ქვას,ერთი არ არის? - დაჰყარეთ მუქთად,მთავარი მაინც შვებით სუნთქვაა!
კიღამ გამომრჩა ჩერჩეტს... (უიმე!)რომ დღეის ამას იქით ტყუილებსაღარ გავყიდით... ჩაწვება... თუკითქვენც დაიკიდებთ კუდს და იმ კუდითთქვენც დაერევით აბეზარ ბუზებს -რას უწოდებენ? საფიქრალს? მუზას?ტვინის ჭყლეტას თუ ბოდვას სულეთის? -ერთია მაინც, არის სულერთი!
დაბოლოს (აპა!), ურწმუნო თომაჯერ თქვენ მოგაწვდით აზრს ასე თამამსდა მერე თქვენგნით ვირწმუნებ თავად,რომ იმ უმადურ ჩალა მოზვერმა,ზამთრის პირზე რომ ყიდვა მინდოდა,ის მწვანე კვლები მიზვერ-მოზვერადა მთლად გამიძოვ-გამიმინდორა,მე დათესვა რომ მსურდა სამარტოდ...
ვისი რა მჭირდა, აბა, სამადლო!
მეტი რა? არც რა!არ ფქვა და არ ცრამტრისას!.. ტყუილადავყეფ-ავღავლდი!კარგად მეყოლეთ, დავუშვათ ფარდა,მასხარის ფარდა...ჰოპლა!.. ნახვამდის!..

სევაკი პარუირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი