↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნარგიზ აბაშიძეს

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9855 ნახვა

—
ცხოვრება შენი ია-ვარდით არ მოფენილა,ოჯახს ებოძა მძიმე ტვირთი საქართველოსი,მამულისათვის სანთელივით ჩამოღვენთილა,ცრემლის ტბებიდან ამოსული ხარ ანგელოზი.დიდება უფალს! სიზმარივით დარჩა წარსული,ის თავგანწირვაც შემკული და შედაფნულიახარ დიდი მამის, ბრძენი დედის სათნო ასული,შენს ირგვლივ შენგან გაცემული სიყვარულია.შენს სახლს, შენს ოჯახს სათნოების ტაძარი ჰქვია,ლაღი არწივი, გაუწვრთნელი ბედმა გარგუნა,წინაპრის სისხლით ნაგლეს დუღაბს ამშვენებს ია,სულის მალამოდ, სულის წამლად, სულის სალბუნად.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი