↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნეტა ამ დღეებს მკვდარი ვენახე

თედორაძე დავით

2026-07-181 წთ საკითხავი9867 ნახვა

—
ჩემს წუხილს ალბათ გაიგებს სხვებიც,ალბათ იმათმა სულმაც იწვალა,როცა ოცნებას შეაჭრეს ფრთები,როცა იმედი გარდაიცვალა.
მე ხშირად ვგავარ შვილმოკლულ მამას,ცრემლს რო მალავს და სულში ეღვრება,ყოველდღე ახალ ტკივილით მშხამავს _ქვეყანა ხელთ რომ იგდეს რეგვნებმა.
ყურთა დახშობა სჯობს მის ძაგებას,თვალთა დათხრა სჯობს ახალ ბაზალეთს,მაინც რა მოხდა, ძმობის მაქებართასე ერთურთი რით შევაზარეთ!
დარდმა გამხრა და სისხლიც გახევდა,ნეტა ამ დღეებს მკვდარი ვენახე,ოღონდ, მამულო, ყრმა რომ გხედავდი,ისე მყოლოდი და შემენახე.
თედორაძე დავით

თედორაძე დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი