↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Salut au monde (მთარგმნელი: შალვა ბაკურაძე)

უიტმენი უოლტ

2012-08-1215 წთ საკითხავი922 ნახვა

—
1ჩამკიდე ხელი უოლტ უიტმენ,რა საოცარი ფერებით და ხმებით ვართ გარშემორტყმული?რა უტყუარი კავშირებია ირგვლივ, თავისთავში უსასრულოდ რომ გრძელდებიან?ერთმანეთს რომ ავსებენ უსასრულოდ, სამყაროს რომ ინაწილებენ ერთმანეთში?
რა სივრცეები იშლება შენში უოლტ უიტმენ?რა ტალღების და ნიადაგის მარილითა ხარ გაოფლილი?რა ქვეყნები, რა ხალხი და ქალაქები არიან შენთან?ვინ არიან ეს ბავშვები, ზოგი თამაშობს ზოგს კიდევ ძინავს?ვინ არიან ეს გოგონები, ეს გათხოვილი ქალები?ეს მოხუცები ვინ არიან, ერთმანეთის მხარს დაყრდნობილნი ნელ-ნელა რომ მიაბიჯებენ?რას ნიშნავს ეს მდინარეები? ეს ტყეები და ხილნარი?რა ეწოდებათ ცამდე აწვდილ ამ ნისლიან მთებსეს უთვალავი სახლ-კარი ვისი ცხოვრებით არის აღსავსე?
2ჩემში ფართოვდებიან განედები, გრძედები იწელებიან.აზია, აფრიკა, ევროპა - აღმოსავლეთში, დასავლეთში ამერიკა დაბუდებულადაბურცულ დედამიწას გარს შემორტყმია ცხელი ეკვატორიჩრდილოეთიც და სამხრეთიც ერთი ღერძის გარშემო ბრუნავსჩემშია ყველაზე გრძელი დღე როცა მზე ირიბ რკალზე ტრიალებსდა არ ჩადის ხოლმე თვეობითშუაღამის მზეც აქვე ჩემშია ჰორიზონტზე ცალი თვალით ამოწვერილიუმალ რომ ჩადისჩემშია - სარტყელები, ზღვები, ტევრები, ჩანჩქერები, ვულკანები,არქიპელაგები ვესტ-ინდოეთის, მალაის და პოლინეზიის კუნძულები
3რა გესმის შენ უოლტ უიტმენ?მე მესმის მუშუს სიმღერა და გლეხი ქალის სიმღერა მესმისმესმის ბავშვების და ცხოველების შორეული ხმა დილაადრიანმესმის ყიჟინა გარეულ ცხენებს ადევნებულ ავსტრალიელ აბორიგენთამესმის წაბლის ქვეშვიოლინოს გიტარისა და კასტანედების ჰანგებზე მოცეკვავე ესპანელთა ხმამესმის გაბმული ექო ტემზიდანმესმის ფრანგული რიხიანი სიმღერები თავისუფლებაზემესმის მუსიკა იტალიელ გონდელიეროსირეჩიტატივში ძველ პოემებს რომ მიიმღერისმესმის ბალახს და ხორბლის ყანებს შესეული კალიის ხმასეტყვასავით შიშის ზარს რომ ცემს სირიის მიწასმესმის კოპტური მისამღერისაღამოჟამს ნაღვლიანად რომ ეფინებადედა ნილოსს ხანდაზმულ და განიერ მკერდზემესმის ღიღინი მექსიკელ მწყემსისდა მესმის მოლას ზანზალაკის ხმამესმის არაბი მუეძინის ძახილი მაღალი მინარეთიდანმესმის ტაძარში კათოლიკე მღვდლის ლოცვისადა სოპრანო-ბასის გამოძახილიმესმის კაზაკთა და ოხოტის ზღვაშიგამსვლელ მეზღვაურთა ჟივილ-ხივილიმესმის თუ როგორ კითხულობსწმინდა ტექსტებს და ფსალმუნებს ებრაელიმესმის ბერძნების დაქტილურიმითები და რომაელთა მრისხანე ლეგენდებიმესმის ნაამბობი უმშვენიერეს ღმერთ ქრისტეზე,მის ღვთაებრივ სიცოცხლესადა მეწამეობრივ აღსასრულზემესმის ინდუსი როგორ ასწავლისრჩეულ მოწაფეს სამი ათასი წლისწინ მცხოვრებ პოეტების ნაწერებშიამოკითხულ სიბრძნეს სიყვარულს და ანდაზებს
4რას ხედავ შენ უოლტ უიტმენ?ვის ესალმები შენდ ა რიგრიგობით ვინ გესალმება?
მე ვხედავ სფეროს, სივრცეში მცურავ დიდრონ სფეროსვხედავ მასზე ერთ ბეწო ფერმებს, სოფლებს, სასაფლაოებს, ნანგრევებს, ციხეებს,ფაბრიკებს, სასახლეებს, ქოხმახებს, ველურთა ხუხულებს და ბედუინთა თავშესაფრებსვხედავ ჩრდილოვან ერთ მის მხარეს იქ სადაც ძინავთ და მეორეს - მზით განათებულსვხედავ უეცარ და სარწმუნო განსხვავებას ჩრდილსა და შუქს შორისვხედავ შორეულ ქვეყნებს - იქაურთათვის ისევე ახლოს და მშობლიურსროგორც ჩემთვის ჩემი ქვეყანა.
მე ვხედავ უამრავ წყალსმე ვხედავ მთათა მწვერვალებს,ანდების ქედს დასაწყისიდან დასასრულამდევხედავ თვალნათლივ ჰიმალაის ტიან-შანს, ალტაის, გატებს,ვხედავ ბუმბერაზ მთებს: იალბუზს, ყაზბეგს, ბაზარ-დიუძის,ვხედავ შტირიის ალპებს და კარნიის ალპებს,ვხედავ ბალკანებს, პირინეებს, კარპატებს,ჩრდილოეთში დოვრეფიოლსადა ზღვისპირა ვულკანს ჰეკლასვხედავ ვეზუვის და ეტნას,მთვარეულ მთებს და წითელ მთებს მადაგასკარზევხედავ ლიბიის არაბეთის და აზიის უდაბნოებს,ვხედავ არქტიკის და ანტარქტიკისძრწოლისმომგვრელ აისბერგებსვხედავ ძირითად ოკეანეებს - წყნარს და ატლანტისმათ ქვეშემდომებს: მექსიკის ზღვასდა პერუს ზღვას და ბრაზილიის ზღვასინდოეთის წყლებს, ჩინეთის ზღვას და გვინეის ყურესიაპონიას და ნაგასაკის მშვენიერნაპირს საკუთარსავე მთებში შეხიზნულს,ბალტიის ზღვას, კასპიისა დაბრიტანეთის სანაპიროს, ბისკაისა და ბოტნიკურ ყურესმზით განათებულ ხმელთაშუა ზღვასსუყველა მისი კუნძულით დათეთრ ზღვას და გრენლანდიის გარეშემო ზღვას
მთელი მსოფლიოს ზღვაოსნებს ვამჩნევზოგი პორტში დგას, ზოგი ზღვაშია გასულიზოგი ქარიშხლის კონცხთანაა, სხვა მწვანე კონცხთან,სხვებმა კიდევ ბონის, გვარდაფუისდა ბოჰადორის კონცხს შემოუარეს.ვინ დონდრისაკენ მიემართება,ვინ ზუნდის სრუტე გაიარა, ვინ ბერინგის,ხოლო სხვებმა ლოპოტკის კონცხიზოგიერთი ჰორნის კონცხთან დგას,ზოგი მექსიკის ყურესაკენ მიემართება,ან კუბისაკენ, ან ჰაიტისკენ,სხვა ჰუძონის სანაპიროსკენ ან ბაფინის მიწისაკენ.ზოგი დუვრის სრუტესა და ზოგი უოშის ყერეში შედისზოგი ზეიდურ ზეს წყლებში ცურავს,ზოგი შელდას შესართავში დგას,ვინ გიბრალტარის და დარდანელისგადასაცურად მომზადებულა,რომელიღაც კი ჯიუტად ცდილობსგაეჯიბროს ჩრდილოეთის ყინულოვან წყლებსაუყვება და ჩაუყვება ზოგი ხომალდი ობსა და ლენას,ზოგი ნიგერს და კონგოს გაცურავს,სხვა - ინდს, ბრაჰმაპუტრას და კომბოჯის დიად მდინარეს,დანარჩენები ნაოსნობას დანატრებულნიბორგავენ ავსტრალიის პორტებში,ბორგავენ და ელიან ლივერპულში,გლაზგოში, დუბლინში, ბრიუსელში,ლისაბონში, ნეაპოლში, ჰამბურგში,ბრემენში, ბორდოში და კოპენჰაგენში,ელიან ველპარაისოში პანამასა და რიოში.
5მე ვხედავ რკინიგზას, მთელი მსოფლიოს რკინიგზას,ვხედავ ბრიტანეთისა და ევროპის რიკინიგზასვხედავ მათ აზიასა და აფრიკაში.
მე ვხედავ ტელეგრაფს, მთელი მსოფლიოს სატელეგრაფო ქსელს,ვხედავ მავრთულებს, ომების, ხოცვის, გამარჯვებების, დამარცხებებისმთელი სამყაროს ვნების მავრთულებს.
მე ვხედავ დიდი მდინარეების კალაპოტებს (ქვევით მიწაზე)ვხედავ ამაზონს და პარაგუაის,ვხედავ ჩინეთის ოთხ დიდ მდინარეს,ამურს, იანძის, ყვითელსა დამარგალიტების მდინარეს,ვხედავ თუ როგორ მოჩქფს სენა, რონა გუადალკვივირი,ვხედავ ლუარას და დუნაის დუნე დინებასვხედავ როგორ მიიკლაკნება ვოლგა, დნეპრი და ოდერი,ვხედავ როგორ მიუყვებიან ტოსკანელები არნოს დინებას,როგორ ცურავენ ვენეციელნი პოს შესართავთან,ვხედავ ეგინას ნავსაბელთან ბერძნების სანაოსნო სამზადისს.
6მე ვხედავ მიწებს, უძველესი იმპერიების:ასურეთის, პართიისა და ინდოეთის მიწებს.ვხედავ განგი საუკარის მაღალ თაღებს როგორ ევლება.
მე ვხედავ ადგილს სადაც ვიშნუ კიდევ ერთხელადამიანად მოევლინა ქვეყნიერებასსადაც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოგვები,მისნები, ქურუმები, ბრაჰმანები, საბეები,ლამები,მუფტიები, ბერები და მქადაგებლები.ვხედავ მონის წმინდა ჭალაში მიაბიჯებენ დრუიდები,ვხედავ ომელუს და ვერბენას,ვხედატაძრებს, მკვდარი ღმერთების ნგრეულ ტაძრებს,ვხედავ ძველთაძველ წინასწარმეტყველთ.მე ვხედავ ქრისტეს, საიდუმლო სერობაზეყმაწვილებსა და მხცოვნებს შორისროგორ მიირთმევს უკანასკნელ პურსვხედავ ღვთიური ღონით აღსავსეახალგაზრდა ბრგე ჰერკულესს,თუ როგორ შრომობს, შრომობსდიდხანს და შემდეგ კვდება .ვხედავ ადგგილს სად უდარდელად წარიმართადა გულსაკლავად დასრულდა,ღამის ლხენისთვის შობილითვალწარმტაცი ტანადი ვაჟის ბახუსის ბედი,ვხედავ ნეფევსს, მოყვავილეს,ცისფრად შემოსილს, თავზე ბუმმბულის გვირგვინით დამე ვხედავ ჰერმესს მუდამ სანდოს,მუდამ საყვარელს და მომაკვდავს,ის ხალხს მიმართავს: ნუ იტირებთ ჩემს გამოეს ქვეყანა სულაც არაა ჩემი სამშობლო,მე სამშობლოდან გამომაძევესდა აი ახლა უკან ვბრუნდებიციურს სფეროებს ვუბრუნდები,სადაც ყველა გაემგზავრება თავთავიანთ დროს.
7მე ვხედავ ბალახმოდებულ ბრძოლის ველებს,სარეველა ყვავის მათზე და მწიფს ხორბალივხედავ წარსულის და უახლესილაშქრობების მიმართულებებსვხედავ ნანგრევებს, უსახელო და უცნობიმოვლენების მოწმე ნანგრევებს,დადამიწის მატეანეებს
ვხედავ საგებში ამღერებულ ცასვხედავ ფიჭვებს და ჩრდილოეთისქარით გადახრილ ტანმაღალ ნაძვებს,ვხედავ გრანიტის ვეება ლოდებს,ვხედავ ტბებს და ხასხასა მინდვრებს,ვხედავ სამარხებს, მეომართა ქვის ყორღანებს,ვხედავ თუ როგორ აღმართეს იგი ზედ ქარაფზე,საიდანაც მარადმღელვარე ოკეანე ჩანს,რომ სამარის მყუდროებისგანდაქანცულ სულს შეძლებოდა ქვიდან გადმოსვლადა აზვირთებული ზღვის ხილვისას ეგრძნო უსასრულობა,თავისუფლება, სიცოცხლე.
მე ვხედავ სტეპებს, აზიის სტეპებს,ვხედავ მონღოლთა სამარხებს,ბაშკირთა და ყალმუხთა იურტებს,ვხედავ საქონელს ერეკებიან მომთაბარენი,ვხედავ დახრამულ მთიანეთებს,ვხედავ ჯუნგლებს და უდაბნოებს,ვხედავ აქლემთა ველურ რემას,დროფებს, მატყლხუჭუჭა ცხვრებს, ანტილოპებს,და ტრამალის მგელს.
მე ვხედავ აბისინიის ზეგნებსვხედავ თუ როგორ იცოხნება იქ თხათა არვე,ვხედავ ლეღვის ხეს ფინიკის პალმასვხედავ მომწვანო-ოქროსფრადლივლივებენ ტეფის ყანები.
მე ვხედავ ბრაზილიელ კოკეიროსვხედავ ამაყი ბოლივიელი როგორ ადის სორატის მთაზევხედავ გაუჩოს ლასოთი ხელშიუბადლოდ რომ მიაგელვებს თავის ბედაურს,ვხედავ როგორ ერეკებიან ველურ ნახირს პამპასებში,ძვირფას ტყავზე მონადირენი.
8მე ვხედავ თოვლით და ყინულით დაფარულ ქვეყნებსვხედავ ფინელებს და თვალგამჭრიახ სამოედებსვხედავ სელაპზე მონადირემ როგორ აღმართა თავისი შუბივხედავ ციმბირელს, მის მსუბუქ ციგას ძაღლების ხროვა მიაქანებსვხედავ დელფინზე მონადირეებსდა ვეშაპმჭერებს წყნარ და ატლანტის ოკეანეშივხედავ კლდეებს, მყინვარებს, მინდვრებს, ნიაღვრებს,ვხედავ და მესმის შვეიცარიის ხანგრძლივი ზამთრის,მესმის ასეთი მარტოობის.
9მე ვხედავ ყველა, ყველა ქალაქს,ყველა ქალაქის ნაწილი და მოქალაქე ვარ,მე ჭეშმარიტი პარიზელი ვარ,ვარ მკვიდრი ვენის, ბერლინის,სანკტ-პეტერბურგის, კონსტანტინოპოლის,ვარ და ვეკუთვნი სიდნეის მელბურნს, ადელაიდას,ლონდონს, მანჩესტერსბრისტოლს,ედინბურგს, ლიმერიკს,ვარ და ვეკუთვნი მადრიდს, ქადისს,ბარსელონას პორტოს, ლიონს, ბრიუსელს,ბერნს, ფრანკფურტს, შტუტგარტს,ტურინს, ფლორენციას,მე ვარ მოსკოვში, კრაკოვში,ვარშავაში ან ჩრდილოეთის სტოკჰოლმში,ან კრისტიანიაში, ციმბირის ირკუტსკში, ან ისლანდიის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ,დროდადრო ვეშვები ამ ქალაქებზერათა შემდეგ ავფრინდე უკან.
10მე ვხედავ როგორ ასდისმსუბუქი ორთქლი ყამირ მიწებსვხედავ ველურებს მშვილდებითდა ისრებს მოწამლული წვერებით,ფეტიშებს და ობისვხედავ აზიაელთა ად აფრიკელთა ქალაქაებსვხედავ ალჟირს, ტრიპოლის, დერნუს,მოჰადორს, ტიმბუქტოსა და მონროვიასვხედავ პეკინის, კანტონის, ბენერესის,დელის, კალკუტის დატოკიოს ქუჩებში მოვაჭრეებსვხედავ კრუმენებს დოგონებსდა აშანტიელებს თავაინთ ქოხებშივხედავ თურქი ალეპოში ეწევა თრიაქსვხედავ ჰივისა და გერატის ბაზრობებზემოფუტფუთე ათასი ჯურის ადამიანსვხედავ თეირანს, ვხედავ მასკატს,მედინასა და ხორშაკისგან გაწამებულ ქარავნებსვხედავ ეგვიოპტეს და ეგვიპტელებს,პირამიდებს და ობელისკებს,ვაკვირდები ფიქალზე ან გრანიტის ლოდზეამოტვიფრულ სამეფო დინასტიებს,მათ გამარჯვებებს.ვხედავ მემფისის სარკოფაგებს,იქ ბალზამინით გაჟღენთის ჩვრებშისამიათას წელზე მეტის სძინავთ მუმიებსვინმე თებელის გვამს ვაკვირდები,კისერმოღრეცილს, თვალგადმოკარკლულსდა საკუნოდ გულხედაკრეფილს.
ვხედავ მსოფლიოს ყველა მოახლეს, ყველა მსახურსვხედავ ციხეში გამოკეტილ ყველა პატიმარს,ვხედავ მსოფლიოს ყველა სახიჩარს,მათი სხეულის ყველა ნაკლს ვამჩნევ,ვხედავ ყრუ-მუნჯებს, ბრმებს,ჭკუასუსტებს, კუზიანებს და შეშლილებს,ვხედავ ქურდებს, მეკობრეებს,კაცის მკვლელებს და უფრო მეტიცვხედავ უმწეო ბავშვებისადა მოხუცების გაყიდვით გამდიდრებულებს.
ვხედავ მსოფლიოს ყველა ქალს და ყველა მამაკაცსვხედავ გულმშვიდ ფილოსოფოსთა უღრუბლო საძმოსვხედავ ამ მოდგმის შემოქმედებისთ დიდ ნიჭს და უნარსვხედავ ამ მოდგმის სიბეჯითის და გეზის ნაყოფსვხედავ წოდებებს კანის ფერებს ბარბაროსობას და კულტურას,მე მათ შორის დავდივარ მუდამ, ერთს მეორეზე წინ არ ვაყენებერთნაირად ვესალმები დედამიწის ყველა მოსახლეს
11ვინც არ უნდა იყო შენინგლისელი ქალი თუ კაციძლევამოსილი სლავური ტომებისდა იმპერიის შთამომავალი, რუსი რუსეთში,აფრიკელი შავკანიანი, გაურკვეველი წარმოშობის,ღვთაებრივი სულით,კეთილშობილი სხეულით და წაგრძელებული ლამაზი კეფით,ჩემნაირად რომ მოგესაჯა სიცოცხე სიცოცხლისთვის,დანიელი, ნორვეგიელი, ისლანდიელი ან პრუსიელი,ესპანელი ესპანეთში, პორტუგალიის მცხოვრები,ფრანგი ქალი ან მამაკაციბელგიელი, თავისუფლების მოყვარე ნიდერლანდელი(ჩემი შტოც ხომ იქიდან იღებს სათავეს)ამტანი ავსტრიელი ან ჰუნების შთამომავალი,ლომბარდიელი, ბოჰემიელი,შტირიელი ფერმერი,მოსახლე დუნაისპირისმუშა რეინის, ელბის, ვეზერის ნაპირებიდან,ქალი თუ კაცი განურჩევლადსაქსონიელი, სარდინიელი, ბავარიელი,რუმინელი, ბულგარელი, თუ შვაბი, რომაელი, ნეაპოლელი ან ბერძენი,ტანმოქნილი მატადორი სევილიის არენაზედაუმორჩილებელი მთიელი ტავრიდან ან კავკასიიდანფაშატების დამპურებელი ბუხარელი მეჯინიბეტანმშვენიერი სპარსი ჩუბინი,გაჭენებული ცხენიდან რომ ახვედრებს მიზანსჩინელი ქალი ან მამაკაცი, თათარი თათარსტანში,ქალი რომელიც ჯერ კიდევ ჩაგრულიადა მიჯაჭვული თავის ხელსაქმესებრაელი, ვინც ხანდაზმულმაწამოიწყო სახიფათო მოგზაურობა,რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინცეგრძნო ფეხქვეშ სირიის მიწა.ებრაელი ვინც მესიას ელოდება,ევფრატისპირას ჩაფიქრებული სომეხი,ნინევიის ნანგრევებს რომ გაჰყურებსდა არარატთან ერთად მაღლდები,დაქანცული და მოხლმოღლილი პილიგრიმი,ვისაც თვალები გაუბრწყინამექას მაღალი მინარეთების გამოჩენამ,სახარელი შეიხი, ვისი მოდგმაც დაშთამომავლობა განაგებს მიწებსსუეციდან ბაბელ მანდებამდევინც ზეთისხილის ბაღებს უვლისნაზარეთში დამასკოსა და ტიბერიაშივინც ვაჭრობს ტიბეტის მაღალმთიან სოფლებშიდა ლხასას ციცქნა მაღაზიებშიიაპონელი ქალი ან კაცი, მკვიდრი ბორნეოსი,სუმატრის, ცეილონის და მადაგასკარის,ავსტრალიის აფრიკის, ევროპისა და აზიის მაცხოვრებელი,არქიპელაგთა მოსახლე ან უსახელო კუნძულელი,და შენც ვინც ჩემს ხმას საუკუნეთა შემდეგ მოისმენ,სადაც არ უნდა ცხოვრობდედა რა დროშიც უნდა ცხოვრობდე,მე შენ გგულისმობ, გიგზავნი კეთილ სურვილებსდა მხურვალე სალამს ჩემსგან და ამერიკისაგან,
გარდუვალია თითეული ჩვენთაგანიუსასრულოა თითეული ჩვენთაგანიდა თანაბარი უფლება აქვს ამ მიწაზე,თითეულ ჩვენთაგანშია ამ მიწის მარადიული შინაარსითითეული ჩვენთაგანი თანაბრად ღვთაებრივია.
11თანაგრძნობით და რწმენით აღსავსეჩემმა სულმა დედამიწას შემოუქროლავეძებე ჩემი თანასწორი და მიმდევარი - აღმოვაჩინერომ ისინი მე მელოდნენ დედამიწის ყველა კუთხეშივფიქრობ რომ რაღაც ღვთაებრივი გვათანასწორებს მე და მათ.
ღრუბლებო, მე თქვენთან ერთად ვორთქლდებოდი დათქვენთან ერთად მივცურავდიშორეული კონტინენტების დასანისლად,თქვენთან ერთად ვქროდი ქარებო,თქვენთან ერთად ვენარცხებოდი ტალღებო სანაპიროებსთქვენთან ერთად ვდიოდიდა ვაკვირდებოდი ამ პლანეტასსრუტეებო და მდინარეებოვჩერდებოდი ნახევარკუნძულებისახლო-მახლო მაღალ კლდეებზე,რათა იქიდან მეყვირა:

Salut au monde

ყველა ქალაქი სადაც ოდესმეშუქს და სითბოს შეუღწევია-ჩემითაცაა გამსჭვალული,ყოველი იმ კუნძულისკენ,რომლისკენაც მიფრინავენ ზღვის ფრინველები-მეც მივფრინავ,
ამერიკის სახელით, ყველა თქვენგანსხელის აწევით ვესალმები, ვიძლევი ნიშანს,რომ ჩემს შემდეგაც დარჩეს იგი მუდამ და ყველგანდედამიწის მკვიდრი ყველა ადამიანის დასანახად.

უიტმენი უოლტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი