პოეზია · ლირიკა
უბრალო მეძავს
დამშვიდდი, კდემა განიშორე ჩემთან -მე ვარ უოლტ უიტმენი,ბუნებასავით უხვი და მძლავრიდა ვიდრე შენ მზე არ უარგყოფს არც მე უარგყოფვიდრე წყალი დის შენთვისდა შრიალს არ იშლიან შენთვის ფოთლებიეგრევ ჩემი ხმაც არ მოიშლის დენას და შრიალს შენს გასაგონად,ჩემო გოგონი, მე გინიშნავ პაემანს,გეტყვი:მოემზადე, ღირსეულად შემეყარო,და კიდევ გეტყვი:მომთმენი და სრულქმნილი იყავ ვიდრე მე მოვალ,ახლა კი,რომ არ დაგავიწყდე,მე შენ დიდხანს გესალმები ჩემეულ მზერით.
მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი