↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმღერა ჩემზე

უიტმენი უოლტ

2012-08-127 წთ საკითხავი935 ნახვა

—
1ქება დიდებას ვასხამ საკუთარ თავს და ვუმღერი საკუთარ თავსდა რასაც ვიღებ საკუთარ თავზე-თქვენც უნდა აიღოთ,რადგან ყოველი ჩემი ატომი თქვენიცაა, თქვენაც გეკუთვნით.
მე უდარდელი მაწანწალა ვარ და ვუხმობ ჩემს სულს,ვიხრები ფრთხილად მიწისკენ და უდარდელადვათვალიერებ ზაფხულის ბალახს,ჩემი ენა და ჩემი სისხლის ყველა ატომი,ამ მიწისაგან არის შექმნილი, ამ ჰაერისგან,აქ მშვეს მშობლებმა, ჩემი მშობლებიც აქ დაიბადნენ,მათი მშობლებიც, და ასე ახლასრულად ჯანმრთელი,ოცდაჩვიდმეტი წლისა ვიწყებ ამ სიმღერასდა იმედია სიკვდილამდე არ დავასრულებ.
ვადაგასული დოგმები და კანონები გადავდოთ გვერდზე,დავტოვოთ იქ სადაც არიან, მაგრამ არასდროს დავივიწყოთჩემი გული ერთნაირად ღიაა მახინჯისთვის და მშვენიერისთვის,მე მათ ნებას ვრთავ მუდამ და ყველგან ისაუბრონ დაუბრკოლებლად,პირვანდელი ჯანით და ძალით.
2სახლები და ოთახები ნელსურნელებითაა სავსე,ურიცხვი სუნამოა თაროებზე,მე ამ არომატს ღრმად ვისუნთქავ, ვიცნობ მას და მიყვარს იგი,მას შეუძლია გამაბრუოს, მაგრამ მე არ ვბრუვდები.ჰაერი კი არც სუნამოა, არც ქიმიური რამე ნაერთი, მას სუნი არ აქვსდა მას ეკუთვნის ჩემი ტუჩები, ის არის ჩემი შეყვარებული.გავალ ზღვისპირა ჭალაში და ვიდგები ასე დადიშობილასიგიჟემდე მსურს მასთან შეხება.
ორთქლი ჩემი სუნთქვის,ექოები, წყლის ლივლივი, ჩუმი ჩურჩული,ფესვი სიყვარულის, აბრეშუმი, ჭიგო და ვაზი,ჩემი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,გულისცემა,ჰაერისა და სისხლის მიმოქცევა ჩემს ფილტვებში,ნედლი ბალახის სურნელი და მჭკნარი ბალახის სურნელი,ზღვის კლდოვანი სანაპიროს და თავლაში თივის სურნელი,ჩემიდან ლავად ამოხეთქილი სიტყვების ხმაქარისკენ რომ ვათავისუფლებ,მსუბუქი კოცნა- ჩახუტებები, მკლავთა ოდნავი შეხებები,აშრიალებულ ხის ტოტებზე შუქისა და ჩრდილის თამაში,სიამოვნება, რომ ვარ მარტო, ან ვარ ქუჩაში,ან ველებზე და მთის ფერდობებზე დავხეტიალობ,ჯანმრთელობის განცდა,შუადღისას ჩიტთა ჭიკჭიკი, ჩემი სიმღერა,რომლითაც ახალგაღვიძებული მზეს ვეგებები.
შენ ფიქრობ, რომ ათასი აკრი ეს ბევრია?დარწმუნებული ხარ, რომ მთელი მიწა ეს ბევრია?ამდენი ხანი მოანდომე კითხვის შესწავლას?გეამაყება რომ პოემების დადააზრს ჩაწვდი?
დარჩი ეს დღე და ეს ღამე ჩემთანდა გაზიარებ ყველა პოემის სათავეს,გაზიარებ მზისა და მიწის ყველა სიკეთეს(მილიონი მზის მფლობელები ვართ)და შენ უკვე აღარ მიიღებ მოვლენებსმეორე ან მესამე ხელიდან,გადაეჩვევი გარდაცვლილთა თვალებით ხედვასდა წიგნების აჩრდილებით კვებასაც გადაეჩვევი.შენ არ დაიწყებ ჩემი თვალები ყურებასდა არც არაფერს აიღებ ჩემსგან,უბრალოდ ყველას მოუსმენდა ყოველივეს საკუთარ თავში გაფილტრავ.
3მე მსმენია რასაც ლაყბობენ ყბედები,საუბარი დასაწყისზე და დასასრულზე,მაგრამ მე თქვენთან დასაწყისზედა დასასრულზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.
არასდროს ადრე არ ყოფილა ისეთი ჩასახვები, როგორც დღეს,არასდროს ყოფილა ისეთი სიჭაბუკე და სიბერე, როგორც დღეს,ვერასდროს იქნება სამყარო ისეთი სრულქმნილი, როგორც დღეს,არც ისეთი სამოთხე და ჯოჯოხეთი იქნება, როგორც დღეს.
ლტოლვა, მუდმივი ლტოლვა, უსასრულო ლტოლვა,სამყაროს დაუსრულებელი ლტოლვა განაყოფიერდეს,ბინდბუნდიდან სხვადასხვა სქესისორი თანასწორი არსება გამოდის,დაუსრულებელი მატერია, დაუსრულებელი ზრდა,დუსრულებელი სექსი,მსგავსებისა და განსხვავებების დაუსრულებელი ქსოვილი,დაუსრულებელი სიცოცხლე,განმარტებებს აზრი არა აქვს,სწავლულიცა და უსწავლელიც გრძნობს, რომ ეს ასეა.
და აი, ახლა, დარწმუნებულნი,წელგამართულნი, მხრებით, მკლავებით გადაჯაჭვულნი,ცხენივით ძლიერნი, აღტაცებულნი, ქედმაღალნი და მოზეიმენივდგავართ აქ - მე და ჩემი საიდუმლო.
წმინდაა და საყვარელი ჩემი სული და წმინდაადა საყვარელი ყოველივე, რაც ჩემი სული არაა,ისინი ერთმანეთს ავსებენდა უხილავი ხილულით ადასტურებს თავს,სანამ მასაც არ აქცევს უხილავად,მის წილ დასტურს არ დაუბრუნებს.
უარესისგან საუკეთესოს გამორჩევა დაწარმოჩენაში - საუკუნე საუკუნეს ღლის,მე კი ვუწყი რა საგანთა მთელი სიჩუმედა ზუსტი ფასი, სანამ ისინი კამათობენ,ჩუმად მივდივარ საბანაოდ და საკუთარი თავით ვტკბები.
ვესალმები ჩემი სხეულის ყოველ ნაწილს,ყველა სუფთა და გულმართალი ადამიანის თითეულ ორგანოს,ერთი მისხალიც კი არაა მათში უღირსი,დე, ნურც იქნება ჩემთვისრომელიმე დანარჩენზე უფრო ძვირფასი.
კმაყოფილი ვარ - ვხედავ, ვცეკვავ, ვიცინი, ვმღერი.ანდა ის ქალი, ვინც მეფერებადა ჩემს ლოგინში ათევს მთელს ღამესდა შემდეგ დილით ფეხაკრეფით მიიპარებადა ოთახში თეთრი ქსოვილითპირთამდე სავსე კალათებს ტოვებს -როგორ უარვყო, როგორ ვთქვა მასზე უარი,და თვალებს როგორ დავაყვეფრო,როდესაც მათ, გზაზე ეულად მიმავალისატრფოს ხილვისას, ერთი შეხედვით გამოთვალესფასი ერთისა და ფასი ორის.
4გამვლელებით და კითხვებით ვარ გარშემორტყმული,ხალხი, რომელსაც ვხვდები,გავლენები ადრეული ბავშვობის,ან უბნის, ან იმ ქალაქის სადაც ვცხოვრობ, ან ეროვნების,უახლესი აღმოჩენები, გამოგონებები,საზოგადოებვები,ძველი და ახალი მწერლები,ჩემი სადილი, ტანსაცმელი, ახლობლები,კომპლიმენტები, თვალთახედვა-მოვალეობანი,რეალური ან უსაფუძვლო გულგრილობა ჩემდამიმამაკაცის ან ქალის, რომელიც მიყვარს,ვინმე ჩემიანის ავად ყოფნა,ან სულაც ჩემი ავადმყოფობა,დაუდევრობა,ფულის დაკარგვა ან არქონა,დეპრესია ან აღტაცება,ბრძოლები, საშინელი ძმათამკვლელი ომები,საეჭვო ცნობების მთელი დასტა,შემაძრწუნებელი მოვლენები.ყოველივე ეს შემოდის ჩემში დღისით და ღამითდა გადის ჩემგან, მაგრამ ისინი"მე" არა ვარ.
ამ ამაო ფუსფუსის მიღმა დგას ის, რაც ვარ "მე"დგას იგი უზრუნველი, კმაყოფილი, თანამგრძნობი ,ზეიმური, ერთიანი, დაგას და დაჰყურებს გამართული,ანდა იდაყვში მოხრილი ხელითრაღაც უხილავ საყრდენს ეყრდნობა,დაჰყურებს ოდნავ ირიბი მზერით,აინტერესებს რა მოხდება შემდეგ,ის ამ თამაშს თამაშობს და არც თამაშობს,თვალს ადევნებს და აღტაცებულია.
მე წარსულის იმ დღეებისკენ ვიხედები,როდესაც ათასი ჯურის მოკამათედა ლინგვისტი მიწყობდა დაკითხვას,მე არავის დავცინი, არაფერს ვამტკიცებ,მე ვმოწმობ და ველი.
5მე მჯერა შენი სულო ჩემო რომ მეორე "მე"-მარ უნდა დაიმდაბლოს თავი შენთანდა არც შენ - მის წინაშე.
გაიშოტე ჩემთან ერთად მდელოზე,გაითავისუფლე ყელი სარქველისაგან,არც სიტყვები, არც მუსიკა,არც რიტმები და არც ლექციები,თუნდაც ყველაზე საუკეთესო, მე არ მინდა,მხოლოდ ჩემი საყვარელი იავნანა,მხოლოდ შენი ხორხისმიერი ღიღინი.მე მახსოვს როგორ ვიწექით ერთადზაფხულის იმ გამჭვირვალე დილით,როგორ ჩამოდე თავი ჩემს ბარძაყზე,შემოტრიალდი ჩემსკენ ნაზადდა ჩამიხსენი მკერდზე საკინძედა ჩამასე გულში ენა ისე ღრმად,რომ ჩაწვდი წვერებამდე, ისე ღრმად,რომ ტერფებამდე ჩამწვდი.
იმ წამსვე, ჩემს ირგვლივ მიწიერი გონებისათვისმიუწვდომელმა სიმშვიდემ და საბრძნემ დაისადგურადა მე ვიცი, რომ ხელი ღვთისა აღქმაა ჩემი,და მე ვიცი, რომ სული ღვთისა ძმაა ჩემი,რომ ასევე ძმაა ჩემი ქვეყნად ყოველი მამაკაცი,და ყველა ქალი ჩემი დაა და საყვარელი,რომ არსებობის საფუძველი სიყვარულია,რომ ვერვინ დათვლის მინდვრად ფოთლებს მჭკნარსა და ქორფასან წაბლისფერ ჭიანჭველებს, მათ ქვეშ,ციდა მაღაროებში,ან ლიქენს ხავსიან ღობეებზე,ან ქვებს რიყეზე, ან ანწლის ბუჩქებს, ან გულსოსანას,ან ზარმაცების საყვარელ ბალახს.

უიტმენი უოლტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი