↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! (მთარგმნელი: გულეური ვასილი)

უიტმენი უოლტ

2026-07-181 წთ საკითხავი744 ნახვა

—
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე;მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს;ნაპირს მივაღწიეთ, მშვიდობით დავბრუნდით. უკვე ახლოსაა, მოჩანს ნავსადგური;ხედავ, ხალხი გველის, რეკავენ ზარები – ჩვენი გამარჯვების ჯილდო, საზღაური;მაგრამ ო, ეგ გული! ეგ გული იცლებასისხლისგან, გემბანზე წითელი ლაქა მოჩანს.
უკვე ვერაფერი ვეღარ შეიცვლება,ჩემი კაპიტანი სიკვდილმა შემობოჭა.
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! წამოდექ, უსმინე, ზარი რომ გუგუნებს;შენ გეგებებიან, მაღლა რომ ისვრიან ფერადი ლენტებით მორთულ თაიგულებს;წამოდექ – ეს დროშა ხომ შენთვის ფრიალებს, შენთვის აჟღერებენ ბუკსა და ნაღარას,შენ გესალმებიან, არ გესმის ძახილი? იქნება ხანგრძლივმა მგზავრობამ დაგღალა?აქეთ, კაპიტანო! ო, მამავ ძვირფასო!ეს ჩემი ხელია შენი სასთუმალი.ალბათ, მესიზმრება, რომ ჩემს წინ, გემბანზეწევხარ სიკვდილისგან ცივი და მდუმარე.
ჩემი კაპიტანი პასუხს არ იძლევა, გაფითრდა ბაგე და თანდათან ცივდება,ვეღარ გრძნობს შეხებას, გული აღარ უძგერს, სული და სხეულიერთმანეთს სცილდება;ხომალდმა ნაპირას ჩაუშვა ღუზა და დგას გამარჯვებული, ასრულდა, რაც გვსურდა;მიზანს მივაღწიეთ. ხანგრძლივი, დამღლელი ეს მოგზაურობადამთავრდა, დასრულდა;ჩაჰბერეთ საყვირებს, დარეკეთ ზარები!მე კი მწუხარების თრთოლვამ ამიტანა,გემბანზე ჩამოწვა სიკვდილის მდუმარება,წევს გაციებული ჩემი კაპიტანი..

უიტმენი უოლტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი