↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტფილისური საღამო

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2026-07-181 წთ საკითხავი6029 ნახვა

—
ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდანმიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.
სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.
ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტებივნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები.
დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, -აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი…
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი