პოეზია · ლირიკა
* * * ხან - ხმაური, ხან - ცხოვრება მშვიდი
ხან - ხმაური, ხან - ცხოვრება მშვიდი,ხან -დუმილი... მღელვარება - ხან...აღარ გტკივა ჩემი დარდი დიდი,შენ როგორი მეგობარი ხარ!გულმა გული აღარ იცნო რახან,მტკივან გულზე ვერარც სალბუნს მფენ...სიყვარულით ერთხელ რომ ვერ მნახე,აღარ გქვია მეგობარი შენ!