↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მომსწრე არაერთხელ ხომ ხართ

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14830 ნახვა

—
მომსწრე არაერთხელ ხომ ხართ,არსად შემიხრია წარბი!თუკი დაკრძალვის დღეს მოხვალთ,ცრემლი შეიმშრალეთ ყალბი:ჰოდა, სინანულით თქვი, რომაღარ შემაშველეთ ხელი...რატომ აღარ გვახსოვს ვითომ,ჭირში თანადგომა ძველი!ანდა რას გიშველის ლოცვა:თუნდაც ჭეშმარიტი, ნაღდი;გულთან აღარ მიგვაქვს როცამოძმის უსაშველო დარდი!როცა ჟამი დგება მწუხრის,ქვეყნად ნუგეშია ერთი:უნდა უფრო გვწამდეს უფლის,გვწამდეს, დაგვიფარავს ღმერთი!ხოლო ღვთით ნაკურთხი რწმენაგვიხსნის ბოროტისგან ისევ!ჭირთა უნდა შევძლო თმენა,გული გულისათვის მივცეთ!ვიცი, დაკრძალვის დროს მოხალთ,ცრემლიც დამეფრქვევა ყალბი...მომსწრე არაერთხელ ხომ ხართ,არსად შემიხრია წარბი!
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი