პოეზია · ლირიკა
* * * დაფარა თოვლმა ხეები თუთის
დაფარა თოვლმა ხეები თუთის,თოვლია მთებზეც: ქათქათა, თეთრი...დაგლოცოს ღმერთმა< სოფელო წუთის,სურვილი უნდა გაგანდო ერთი!გაჩენის დღიდან ლანდივით დამდევ,არაფერს ვამბობ, თვითონვე ხედავ...როგორმე საღვთო ტკივილის დამტევსაბრალო გულსაც უტირე დედა!საბედისწეროდ მძიმეა დრო კვლავ,მალე ყოველი გახდება ცხადი...თუკი ლამაზი სიკვდილით მომკლავ,დამილოცნიხარ, შენი გზით წადი!