↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქარბუქი ქშინავს ორთქმავლის მსგავსად

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14824 ნახვა

—
ქარბუქი ქშინავს ორთქმავლის მსგავსად,ორთქმავლის მსგავსად ქარბუქი ქშინავს.მცირედი ჩქამიც მოისმის არსად,უღრმესი ძილით სამყაროს ძინავს.წვიმისგან გზაზე დამდგარა ტბორი,მსუბუქი ნისლი დაცურავს მთებში.ნამგალა მთვარე ღრუბელთა შორისფართხალებს, როგორც სილაში თევზი.კლავს არსაიდან არცერთი ჩქამი,უცებ გამეფდა სიბნელე ირგვლივ.საოცრად გვანან ლანდები ღამის -ზღვიდან ბაჯბაჯით ამოსულ პინგვინს.ნათლისმცემელო, მარტო ვარ ახლაც,ასეთ ამინდში მივდივარ ჩემთვის...მოვითხოვ შუბლზე დამბაჩის დახლას,მაგრამ დამბაჩას არავინ მესვრის.არადა, სიკვდილს ჩემივე ხელით,სიმხდალის გამო ვერასდროს შევძლებ.სანამდის უნდა მდიოდეს ცრემლი,როდემდის ვიცე მუშტები მკერდზე.საშველი უკვე არაა არსად,ლოგინის ნაცვლად კუბოში მძინავს.ქარბუქი ქშინავს ორთქმავლის მსგავსად,ორთქმავლის მსგავსად ქარბუქი ქშინავს.
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი