პოეზია · ლირიკა
* * * აღარც ძველი მქუხარება
აღარც ძველი მქუხარება,სახეც - შესაბრალისი.გულში ხშირად მწუხარება,იშვიათად - ხალისი.მზეს ნათელი გაქრობია,ოცნებებიც გაქრება.ყველგან ბევრი ნაცნობია,მეგობარი - ნაკლებად.ვერაფერში ვპოვე შვება,გარეთაა გრიგალი...აწი აღარც მომეშვება -დაწყევლილი იღბალი.გულზე მიჭერს მარწუხივით:მოგონება თვალსველი.უსაშველოდ ღრმა წუხილი,არსაიდან საშველი.