პოეზია · ლირიკა
შემრყევი და დამცემი
მას შემდეგ, რაც ცხოვრებამსასტიკად შემარყია,მაგიდაზე ყოველდღესირჩას ვიდგამ არყიანს.
თუ პურიც მაქვს, ხო კარგი,მით უმეტეს - თუ ძეხვიც,და ჩემს მსგავსად შერყეულძველ მეგობარს ვეძახი.
ვზივართ ერთად, ფანჯრიდანრტოს გავყურებთ შერხეულს,გულს ვიშუშებთ, წარსულისბასრ ეკლებზე შეხეულს.
შეგვრჩა ერთმანეთისთვისჭიქა არყის დასხმაღა,კაცი ვიყავ, მეგონა,გამოვდექი მასხარა.
ასეთია ცხოვრება,შემრყევი და დამცემი.ვზივართ, და ბოთლს შევყურებთდაღუპული კაცები.