პოეზია · ლირიკა
გააჩერეთ
გახსოვთ? - როგორ ღადაობდაგეო ჩვენი - შავდია:- გააჩერეთ დედამიწა!ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!
შორი გზა მაქვს! - გრძელი. ძნელი. პოვნა მინდა სიმართლის!დროც რამდენი დამჭირდება! - ალბათ წლები სინათლის!
დედამიწის - კოსმიური სასაფლაოს გარეთერთადერთი - მე დავრჩები! მე! (და მზე და მთვარე...).
ახლა მარტო ის მაფიქრებს, ის მაგიჟებს, ის მრევს -თქვენ ვერ გნახავთ! თქვენს მაგიერ ვნახავ თქვენზე სიზმრებს!
ბევრს შევხვდები სამყაროში სხვა სადგურს და ვაგზალს!ცრემლს როგორმე ვიმყოფინებ - ჩემს ერთადერთ საგზალს!
სულ ერთია - ლადოგია, რიწაა თუ ჩადია!გააჩერეთ! ხომ გითხარით: - ჩავდივარ!
ვიცი, ფიქრი გამექცევა გაგრისკენ და შოვისკენ,სოხუმისკენ, ბათუმისკენ... და მე ისევ მოვიწყენ!
რა თქმა უნდა, მიყვარხართ და ახლაც თქვენი დარდი მაქვს,მაგრამ სიტყვას ვერ გადავალ: - გააჩერეთ! ჩავდივარ!ჩავ-დი-ვარ!