↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარადისობა და მესაფლავე

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11411 ნახვა

—
ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ,ზარებს დარეკავს მიწების რიგი,დაუშენს წვიმა და ელვის ეტლიცის კრემიტებზე ასტეხავს ხრიგინს.
მოვარდნილ გრიგალს ფერწასულს, დაღლილს,ჩემს სიკვდილს კიდევ დაუმალავენ,შორს კი ვარსკვლავზე ბარით ჩაივლისმარადისობის ყრუ მესაფლავე.
აქ ჭოტი ძახილს წყალში გაურევს,შეკრთება სადღაც მკვდარი ბუნება,უკან კი მძლავრად დაიხმაურებსათასი ღამის უდაბურება.
როდესაც ყველა იქნება გრილი,როცა ლოდებიც ვერ დამფარავენ,წავა და ცისკენ დაიწყებს ტირილსმარადისობის ყრუ მესაფლავე.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი