პოეზია · ლირიკა
მზრუნველი თვალი
იმას მიხედე მზეო ამაღამ,ვისაც ყინვებში ჩრდილი ეფარა,უპატრონობით რო დაიღალადა თვალებს ძილში გამოეპარა.
ფუტურო ძვლები ტანში უყრია,სულში ღვიღვდება ქარების თესლი,იმის ფეხის ხმა, ჭმუნვა, ყვირილიმხოლოდ გაფრენილ ღამეებს ესმით.
მიხედე, წადით, ოღონდ ამაღამ,სანამ ღრუბლები გაშლიან კალთებს,მერე კი თვითონ, თუგინდ დასაბამსცრემლების შუქით გადაინათებს.