↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სძინავთ ჩიორებს

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11408 ნახვა

—
შადრევნის ახლო ბუჩქი ყვავის თუ მარმარილო...შრიალებს ბედი, ბედი მწარე და სასაცილო.
უახლოვდება თეთრი ნავი მივარდნილ ყურებს,მოგონებები დაფრინავენ და გზა უყურებს.
ზვირთივით თვალებს გარეთ მოაქვთ დარდის კენჭები.ინძრევა მიწა ღამეების ჩქარი ჭენებით.
შიშველ ფეხებზე ჩუმად მკოცნის უცნობი ლანდი.ქარებს წუხელის აუყრიათ მზის ლიანდაგი.
სიკვდილზე ასჯერ მაღალია ბინდის ძახილი.ადის და ჩადის ცაში მთების უღელტეხილი.
ბავშვურ სიყვარულს გული რაღას გაიმეორებს.საღამო ჰქრება და, ხეებზედ სძინამთ ჩიორებს.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი