პოეზია · ლირიკა
მოსწყდით
ის ლექსის გარდა არაფერს ჰქმნიდა,თვალნაცემივით შფოთავდა ხშირად,განა, ვისაც რომ ეს სენი სჭირდა,იმან შეგზარათ და შიგაშინათ.
ის დაიღუპა ბედმოკრძალებით,ბნელოდა, სდუმდნენ დიდი ჭადრებიდა კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები _მარადისობის ჭუჭრუტანები!