↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაძვები

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11403 ნახვა

—
ნაძვები კუბოს მიასვენებდნენ,წინ ყვავილები მიჰქონდათ ქარებს,მიწიდან მთები იმას უსტვენდნენ,პირქვე რომ ეგდო მსოფლიოს გარეთ.
ის სივრცეს გაჰყვა ხელ აპყრობილი,თვალებს სინათლე არ მიაკარა,წადილი, გზნება - ტალღების ჩრდილი,გულქვა ავდრების წინ გადაყარა.
თითქოს სიკვდილიც რჩებოდა ოხრად,მარადისობაც დასწყევლა, დაჰგმო,ღამე ტირილით გამოიხურადა გათენებას ვეღარ მიაგნო.
ვერ შეუბრუნეს გზებმა გუნება,თუმცა ბავშვივით უჭერდნენ ხელებს,ნაფეხურს ეთქვა: არ დაბრუნდება!..ქარი ამაოდ ეძებდა მკვლელებს.
გვარი რა არის, არც კი ახსენა,არც მიაჭედა ლურსმანი კარებს...ნაძვები ცხედარს მიასვენებდნენდა გვირგვინები მიჰქონდათ ქარებს.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი