პოეზია · ლირიკა
ნახული
საყდრის გადასწვრივ ჟრიალა ლხინი,ცეკვა, დავლური, ლეჩაქის ქროლა,გაღმა კლდეებთან მტკვარის ჭიხვინი,ღამე ჭალაში ჭინკას ქოქოლა.
მთა მედიდური - მთა დანახვისი,მაღლა, როგორც ჩემი სამშბლო.ძია ყაყიტას ღვთისნიერება.და სინანული სიცოცხლის ბოლოს.
დედის ვედრება ღვთისმშბლის ხატთან,ლოდინი სადმე შეხვდება მისანს.ჩამქრალ ვუხართან მძინარე კატადა საგიჟეთმა დაგვაძმობილა.და აკვნის რწევა შუაღამისას.
სალამურის ხმა ქვევით - საყდარზე,ალუბლის წნევით გათუთხნულ ტუცებს.გოგონას სახელს ჩემს წიგნის ყდაზე.კაკას ფერდაზედ შემხმარ ალუჩას.
ლამზე ბღლაძუნი, ცურვა - მკლაური.უზრუნველობა ნატკენ ლავიწებს.იქნება ხსოვნამ იგემოს წყლული,მაგრამ იმ დრეებს რა დამავიწყებს..ჭადრების სტვენა მოლაღურივითყაყაჩოებით ანთებულ ველებს.